ფეხბურთი

18:11 | 3.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სიონმა” ჯერჯერობით “ზესტაფონს” გადაასწრო

შაბათს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ზედა ექვსეულის მატჩები იმართება. ორი მათგანი უკვე დამთავრდა. “მიხეილ მესხზე” “სიონმა” “გურიას” მოუგო და მინიმუმ 3 საათით მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ეს ბოლნისელთა ზედიზედ მე-7 გამარჯვება, ხოლო ლანხუთელთა მე-8 დამარცხებაა. “ჩიხურამ” კი გიორგი გაბედავას ჰეთ თრიქითა და ჯაბა ჯიღაურის გოლით “მეტალურგი” გაანადგურა. რუსთაველებმა ბოლოსღა შეძლეს პრესტიჟის გოლის გატანა. ტურის მთავარი შეხვედრა კი მოგვიანებით ზესტაფონში გაიმართება, “ზესტაფონსა” და “დინამოს” შორის, თუ თბილისელებმა გაიმარჯვეს, ოფიციალურად გაიფორმებენ საქართველოს ჩემპიონობას.

სიონი (ბოლნისი) – გურია (ლანჩხუთი) 2:0 (1:0)

გოლი: 1:0 კახელიშვილი (16)2:0 უგულავა (90)

 

ჩიხურა (საჩხერე) – მეტალურგი (რუსთავი) 4:1 (2:0)

გოლები: 1:0, 2:0, 3:0 გაბედავა (11, 45, 52), 4:0 ჯიღაური (63), 4:1 მიქაბერიძე (90)

 

ზესტაფონი – დინამო (თბილისი) – 19:00

 

დინამო(თბ)                                                        

28           19           4           5           60:20           61          
2 სიონი 29 16 6 7 41:28 54
3 ზესტაფონი 28 16 4 8 37:19 52
4 ჩიხურა 29 13 6 10 52:44 45
5 მეტალურგი 29 11 6 12 32:37 39
6 გურია 29 11 0 18 28:45 33

 

მეგოლეები:

15 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

14 - დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

10 - ვილი ისიანი (“გურია”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”)

9 - დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)

8 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”)

7 - გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), ელგუჯა ლობჯანიძე (ვიტ ჯორჯია”), ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”)

 6 - გიორგი კახელიშვილი (“სიონი”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.113388