თურქეთში შეკრებაზე მყოფმა ბოლნისის “სიონმა” კიდევ ერთი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ბელარუსის ბატე-სთან 1:2 დამარცხდა.
ბელარუსებმა გოლები 23-ე და 29-ე წუთებზე გაიტანეს, ხოლო “სიონმა” ანგარიში 71-ე წუთზე პენალტიდან შეამცირა.
ბოლნისელებმა შეკრებაზე პირველი მატჩი ყაზახეთის “ირტიშთან” 1:4 წააგეს. მომდევნო მატჩს “სიონი” 10 თებერვალს უნგრეთის მტკ-სთან ჩაატარებს.