ფეხბურთი

17:08 | 5.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბოლნისელთა წაუგებელი სერია გრძელდება

 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-15 ტურში, ბოლნისის “სიონი” “ზუგდიდს” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მასპინძლის რანგში დაუხვდა. მოგეხსენებათ, ეს შეხვედრა ოთხშაბათს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ამინდის გაუარესებამ მატჩი ერთი დღით გადადო.

მატჩის პირველმა ტაიმმა ერთობ დაბალ ტემპში ჩაიარა და შეიძლება ითქვას, გუნდებს რეალური სახიფათო მომენტიც კი არ შეუქმნიათ. ზუგდიდელებმა მეტოქეს ინიციატივა დაუთმეს და როგორც მოსალოდნელი იყო, მეორე ნომრად თამაშობდნენ. შესაძლოა, ეს ხანგრძლივი მგზავრობით გამოწვეული დაღლილობის ბრალი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ სტუმრები აქტიურად ვერ გამოიყურებოდნენ. მიუხედავად ამისა, ანგარიშის გახსნის მეტ-ნაკლებად რეალური შანსი სწორედ სტუმრებს ჰქონდათ – მარცხენა ფრთიდან გაკეთებულ გამჭოლ გადაცემას ხელსაყრელ პოზიციაში რომეო კანკია ხეირიანად ვერ გამოეხმაურა და ტაბლოზე ციფრიც ვერ შეცვალა.

თავის მხრივ, არც “სიონი” გამოირჩეოდა სწრაფი იერიშებით – ლადო ბურდულის გუნდი მოკლე პასებით ცდილობდა მეტოქის კართან მიახლოებას, მაგრამ ეს ხეირიანად არ გამოსდიოდა. ასე იყო თუ ისე, მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა.

გიორგი დარასელიას გაწვრთნილებმა მეორე ტაიმი შედარებით აქტიურად დაიწყეს, მაგრამ საქმის გოლამდე მიყვანა ვერ მოახერხეს. საპასუხოდ, ბურთი საკუთარ კარში მიიღეს – ლადო ახალაიამ ზუსტი თავური დარტყმა შეასრულა და ბოლნისელები წინ გაიყვანა.

ამ გოლმა მეტ-ნაკლებად გააქტიურებული “ზუგდიდი” დაამშვიდა და თამაში კვლავ დაბალ ტემპში გაგრძელდა. “სიონმა” სათამაშო უპირატესობა დაიბრუნა და ორიოდე სახიფათო მომენტიც შექმნა, მაგრამ ანგარიშში სხვაობის გაზრდა ვერ შეძლო. სამაგიეროდ, ანგარიშის შენარჩუნება მოახერხა და მინიმალური სხვაობით იმარჯვა. ამგვარად, ლადო ბურდულის გუნდმა თავისი წაუგებელია სერია განაგრძო – “სიონს” უკვე 6 მატჩია, არ წაუგია...

 

სიონი (ბოლნისი) – ზუგდიდი 1:0 (0:0)

5 დეკემბერი. თბილისი. “მიხეილ მესხი”.

სიონი: მერლანი, ქემოკლიძე (უგრეხელიძე 73), სვანიძე, აბრამიძე, იმედაშვილი, განუგრავა, გოგობერიშვილი, აფციაური, ლობჟანიძე, კახელიშვილი (ბიბილეიშვილი 58), ახალაია (უგულავა 66)..

მწვრთნელი: ლადო ბურდული

ზუგდიდი: მამალაძე, ქვარცხავა, მირცხულავა, აფაქიძე, კანკია (ადამაშვილი 73), პაჭკორია (ხუბუა 66), რიგვავა, სიხარულია, შალიკაშვილი, ფარჯიკია, გულია.

მწვრთნელი: გიორგი დარასელია

გოლი: 1:0 ახალაია (63)

მთავარი არბიტრი: ალექსანდრე კრიჭაშვილი

მეტალურგი (რუსთავი) – დილა (გორი) 0:0

 

ზესტაფონი – ჩიხურა (საჩხერე) 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 ნიკა კვასხვაძე (48), 1:1 ვახტანგ ჭანტურიშვილი (62) 


მერანი (მარტვილი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 1:2 (1:1)

გოლები: 0:1 გიორგი კორიფაძე (12), 1:1 ლაშა ღონღაძე (20), 1:2 ნიკოლოზ მაისურაძე (76)

 

ტორპედო (ქუთაისი) – სპარტაკი (ცხინვალი)

5 დეკემბერი. ქუთაისი. ცენტრალური. 16:00

დისკვალიფიცირებულები: მათე ცინცაძე (“ტორპედო”); ლაშა ჩაფიძე (“სპარტაკი”)

მსაჯები: ა. ბასლეჰლო, დ. ჩიგოგიძე, დ. კვეტენაძე, დ. სანოძე (სათადარიგო)

პირველ წრეში – 1:0

 

დინამო (თბილისი) – გურია (ლანჩხუთი)

5 დეკემბერი. თბილისი. “დინამო არენა.” 17:00

დისკვალიფიცირებულები: დორინ გოგა (“დინამო”); კობა შალამბერიძე (“გურია”)

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ზ. მენთეშაშვილი, ზ. ბერულავა, ლ. სილაგავა (სათადარიგო)

პირველ წრეში – 1:2


1     

დინამო (თბ)     

14          

10          

3          

1          

34:11          

33         

2

ჩიხურა      

15

9

3

3

31:21

30

3

გურია       

14

8

0

6

16:18

24

4

დილა       

15

6

5

4

20:14

23

5

მეტალურგი 

15

6

5

4

20:19

23

6

ზესტაფონი  

15

6

4

5

17:12

22

7

სიონი

15

6

4

5

19:18

22

8

ტორპედო

14

5

4

5

17:15

19

9

ვიტ ჯორჯია                                               

15

5

3

7

19:23

18

10

მერანი       

15

4

1

10

14:30

13

11

სპარტაკი   

14

3

1

10

11:23

10

12

ზუგდიდი   

15

1

5

9

5:20

8

 

მეგოლეები:

11 - დიმიტრი ტატანაშვილი (2, “ჩიხურა”)

9 - ირაკლი მოდებაძე (2 პენ, “დილა”)

8 – დორინ გოგა (“დინამო”)

6 - ჩისკო (“დინამო”)

5 - თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ვილი ისიანი (“გურია”)

4 – ჯაბა დვალი (“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (“ვიტ ჯორჯია”) გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ჯამბულ ჯიღაური, ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), თენგიზ ჩიკვილაძე (2, “გურია”), ლადო ახალაია (“სიონი”)  

3 – ლაშა თოთაძე, გიორგი კახელიშვილი (“სიონი”), გიორგი მერებაშვილი, გიორგი გველესიანი, დავით კვირკველია (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი, ლაშა კუჭუხიძე (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (“მეტალურგი”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ალექსანდრე კოშკაძე (“გურია”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

0.11622