"მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე საქართველოს ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატჩში ერთმანეთს ბოლნისის "სიონი" და თბილისის "ვიტ ჯორჯია" დაუპირისპირდნენ. ბოლნისელებმა ანგარიში მატჩის მე-6 წუთზე გახსნეს, ლადო ახალაიას დარტყმული ძელმა აისხლიტა და ბურთი კარში ნელა შეგორდა. ამის შემდეგ მოედანზე თანაბარი ბრძოლა წავიდა. მე-12 წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ნიკა სიჭინავამ კარის მარცხენა დაბალ კუთხეში გაუშვა, თუმცა, მირზა მერლანმა ჩინებულად ითამაშა და ბოლნისელები გადაარჩინა. მალევე გიორგი ჯანელიძემ საჯარიმოში ბურთი კარგად დაამუშავა და შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მერლანმა კიდევ კარგად ითამაშა. გიორგი ჯანელიძე მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო და ბოლნისელთა დაცვას ხშირად აწუხებდა. პირველი ტაიმი გიორგი კიკნაძის შეგირდებმა მოიგეს.
მეორე ტაიმის მე-80 წუთამდე განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა, თუ არ ჩავთვლით ორივე გუნდის ფეხბურთელების მხრიდან ცოტათი უხეშ თამაშს. შეხვედრამდე ათი წუთით ადრე "სიონის" კარისკენ საჯარიმო დარტყმა დაინიშნა. ვეტერინარებმა წინასწარ დაგეგმილი კომბინაცია გაითამაშეს, საჯარიმოს მისადგომიდან მინდორზე ახლადშესულმა ირაკლი ღიბრაძემ კი ძლიერად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა. მატჩის ბოლოსწინა წუთზე მიკუჩაძემ ახლო მანძილიდან დაუშვილს ვერ აჯობა, საპასუხო შეტევის დროს კი ჯანელიძემ საჯარიმოში ბურთი კარგად დაამუშავა, თუმცა ქემოკლიძემ ვარდნაში ბურთის გამოტანა შეძლო და "სიონი" მარცხისგან იხსნა.
სიონი (ბოლნისი) _ ვიტ ჯორჯია (თბილისი) 1:1 (1:0)
13 სექტემბერი. თბილისი. "მიხეილ მესხი" 100 მაყურებელი.
სიონი: მირზა მერლანი, არჩილ ტვილდიანი, ლაშა თოთაძე, რევაზ ქემოკლიძე, ალექსანდრე გოგობერიშვილი, გიორგი ცხადაია, ლაშა პარუნაშვილი, თორნიკე აფციაური (გიორგი განუგრავა 58), გიორგი ბიბილეიშვილი, ჯაბა უგულავა (აკაკი მიკუჩაძე 81), ლადო ახალაია (ზვიად ლობჟანიძე 61)
მწვრთნელი: გიორგი კიკნაძე
ვიტ ჯორჯია: ნიკა დაუშვილი, გიორგი მჭედლიშვილი, გიორგი გეთიაშვილი, ლაშა კასრაძე, ოთარ ჯავახიშვილი, აკაკი წყაროზია (ირაკლი ღიბრაძე 72), შოთა დავლაშელიძე, გიორგი კორიფაძე, გიორგი ჯანელიძე, ნიკა სიჭინავა (ილია პავლიაშვილი 56), ლევან კუხალეიშვილი (ელგუჯა ლობჟანიძე 69)
მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე
გოლი: 1:0 ლადო ახალაია (6), 1:1 ირაკლი ღიბრაძე (80)
გაფრთხილება: ცხადაია (35)
გაძევება: თოთაძე (90+3)
არბიტრი: ჯენერი ხორავა
მეგოლეები:
3 – გრიგოლ დოლიძე (“დილა”), დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”), ლადო ახალაია (“სიონი”)
1. | ტორპედო | 4 | 3 | 1 | 0 | 6:3 | 10 | |
2. | ჩიხურა | 5 | 3 | 0 | 2 | 10:7 | 9 | |
3. | მერანი | 5 | 3 | 0 | 2 | 7:7 | 9 | |
4. | ვიტ ჯორჯია | 5 | 2 | 2 | 1 | 7:3 | 8 | |
5. | მეტალურგი | 5 | 2 | 2 | 1 | 5:6 | 8 | |
6. | დინამო | 4 | 2 | 1 | 1 | 7:4 | 7 | |
7. | სიონი | 5 | 2 | 1 | 2 | 7:5 | 7 | |
8. | დილა | 4 | 2 | 1 | 1 | 6:4 | 7 | |
9. | გურია | 5 | 2 | 0 | 3 | 3:7 | 6 | |
10. | ზესტაფონი | 5 | 1 | 1 | 3 | 5:6 | 4 | |
11. | ზუგდიდი | 5 | 1 | 1 | 3 | 3:9 | 4 | |
12. | სპარტაკი | 4 | 0 | 0 | 4 | 1:6 | 0 |
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა
გიორგი ბალახაძე