ფეხბურთი

19:24 | 22.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

სინგაპურელი მილიარდერი “ვალენსიას” შეძენას აპირებს

“ვალენსიას” შეძენით სინგაპურელი მილიარდერი პიტერ ლიმია დაინტერესებული. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური Marca ავრცელებს.

ამჟამად, “ვალენსიას” სერიოზული პრობლემები აქვს     როგორც სპორტული, ასევე ფინანსური მხრივ. როგორც ცნობილია, “ღამურებს” ბანკ Bankia-ს ვალი აქვთ.

ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, სინგაპურელი ბიზნესმენი პიტერ ლიმი მზადაა “ვალენსიას” აქციების საკონტროლო პაკეტი შეიძინოს და პირველ ეტაპზე, კლუბში 400 მილიონი ევრო ჩადოს. ეს თანხა საკმარისი იქნება როგორც ვალების გასასტუმრებლად, ასევე სტადიონ “ნოუ მესტალიას” მშენებლობის დასასრულებლად და გუნდის გასაძლიერებლად.

თეგებივალენსია
0.1089