ფეხბურთი

19:20 | 7.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

სინგაპურელ ბიზნესმენს “მილანის” აქციების 51 პროცენტის შეძენა სურს

სინგაპურელი ბიზნესმენი პიტერ ლიმი მზადაა, რომ საფეხბურთო კლუბ “მილანის” ძირითადი აქციონერი გახდეს.

ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, ლიმი, რომლის ქონება 1,6 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, “მილანის” აღმასრულებელ დირექტორ ადრიანო გალიანის უკვე შეხვდა. მხარეებმა ლიმის მიერ იტალიური კლუბის აქციების 51 პროცენტის შეძენა განიხილეს, რომელშიც სინგაპურელი მზადაა 300 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ცოტა ხნის წინ, “მილანის” მეპატრონის შვილმა ბარბარა ბერლუსკონიმ აღიარა, რომ კლუბს ახალი ინვესტორი სჭირდება. თუმცა, ხაზი გაუსვა, რომ სილვიო ბერლუსკონი  აქციების მხოლოდ 30 პროცენტის გასაყიდაა მზად.

აქვე გეტყვით, რომ ლიმს ჯერ “ვალენსიას”, ხოლო შემდეგ “ლივერპულის” შეძენა სურდა, მაგრამ უშედეგოდ.

თეგებიპიტერ ლიმი
0.136425