ფეხბურთი

16:06 | 30.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სიმურგის” პრეზიდენტი: “ქართველებს ვასწრებთ”

ზაქათალის “სიმურგის” პრეზიდენტის ანარ ბექიროვის აზრით, აზერბაიჯანის საფეხბურთო ჩემპიონატი დონით საქართველოს პირველობას სჯობს.

“ჩემი აზრით, აზერბაიჯანის ჩემპიონატის დონე გაიზარდა. ჩვენ ხშირად საქართველოს გავდარებენ, მაგრამ მათზე წინ ვართ.

ცოტა ხნის წინათ, საქართველოს სუპერთასის თამაშს დავესწარი. სპეციალისტებმა, რომლებცი იქ იყვნენ, თქვეს, რომ აზერბაიჯანის ჩემპიონატი ვითარდება. დამიჯერეთ, ქართველებს, როგორც დონით, ასევე, ხარისხიანი მოთამაშეებით ვასწრებთ. რაც შეეხება გულშემატკივრებს, ჩვენთან რეგიონებში ანშლაგია, ხოლო დედაქალაქში მათი რიცხვი შედარებით მცირეა. მომავალში ეს გამოსწორდება” – იუწყება ბექიროვის სიტყვებს ინტერნეტპორტალი azerisport.com-ი.

შეგახსენებთ, რომ “სიმურგის” მთავარი მწვრთნელი ქართველი სპეციალისტი გიორგი ჩიხრაძეა.

0.126284