ფეხბურთი

16:02 | 10.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სიმურგის” პრეზიდენტი ჩიხრაძის გაშვებაზე არ ფიქრობს

ზაქათალის “სიმურგის” პრეზიდენტის ანარ ბექიროვის თქმით, აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის მეორე ეტაპზე წარუმატებელი სტარტის მიუხედავად, გუნდის მთავარი მწვრთნელის გიორგი ჩიხრაძის დათხოვას არ აპირებს.

“ნეფთჩისთან” (0:3) და “ბაქისთან” (0:1) მარცხმა გული დამწყვიტა. საწყენია წაგება, როდესაც არცთუ ცუდად თამაშობ. გუნდს გოლების გატანაში ხელს რაღაც უშლის. რაღაც უნდა შეიცვალოს. თუმცა, ეს ცვლილება გიორგი ჩიხრაძეს არ ეხება. მისი მჯერა და გაშვებას არ ვაპირებ. ამის მიზეზიც არ მაქვს, რადგან გუნდი თამაშობს. ასეთი რამ არც გამიფიქრია. მასთან სერიოზული საუბარი მქონდა. იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც ვერ გაამართლეს დუბლებში გავუშვებთ, ხოლო იქიდან რამდენიმე მოთამაშეს ავიყვანთ და მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის შეთამაშებას დავიწყებთ. მომავალ სეზონში ხომ ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებას ვგეგმავთ. რაც შეეხება ფეხბურთელებს, ჯერ არავის დაჯარიმებას ვაპირებთ” – იუწყება ბექიროვის სიტყვებს ინტერნეტპორტალი azerisport.com-ი.

 

0.114924