ფეხბურთი

11:34 | 20.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

სიმონე პეპეს ოპერაცია ელის

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველ სიმონე პეპეს ბარძაყის ტრავმა არ ასვენებს. უეფას ოფიციალური საიტის ცნობით, 29 წლის იტალიელს ტრავმა მეოთხედ გაურთულდა და ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა.
“უკვე მეოთხედ მივიღე ეს ტრავმა. დეტალური სამედიცინო შემოწმების შემდეგ, ოპერაციის გაკეთება გადაწყდა. ვეცდები, მოედანს რაც შეიძლება მოკლე დროში დავუბრუნდე”, - განაცხადა პეპემ, რომელმაც იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მხოლოდ 20 წუთი გაატარა მოედანზე.
სავარაუდოდ, პეპე სეზონის ბოლომდე იუქმებს. შესაძლოა, ნახევარმცველმა იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელ რამდენიმე მატჩში მიიღოს მონაწილეობა. მისი გამოჯანმრთელების ზუსტი ვადები, ჯერჯერობით, უცნობია.

0.133715