ფეხბურთი

13:07 | 31.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: “უნდა მოვუმატოთ”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე, “ეიბართან” მოგებული (2:1) მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებს გაესაუბრა.

არგენტინელის თქმით, გუნდში შეუთამაშებლობის მომენტია და ფეხბურთელებს მომატება მართებთ.

“ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ თამაშის ხარისხი, რაზეც ბევრს ვიმუშავებთ. გუნდში ბევრი ახალწვეულია, ადაპტაციის პერიოდს გადიან და შეთამაშება აკლიათ ერთმანეთთან, რასაც დრო სჭირდება.

შეხვედრა ძალიან კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ მოვეშვით და მეტოქეს შანსი მივეცით, რაც არ უნდა დაგვეშვა. საჭიროა მეტი მონდომება”. - განუცხადა ჟურნალისტებს დიეგო სიმეონემ.


ირაკლი ალიმბარაშვილი

0.1171