მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ჩემპიონთა ლიგაზე ტურინის "იუვენტუსთან" დაპირისპირების წინ განაცხადა, რომ მისი ფეხბურთელები მომავალი მატჩისთვის მზად არიან. არგენტინელმა სპეციალისტმა "ბიანკონერთაგან" კარლოს ტევესი გამოარჩია.
"მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება წინ. ფეხბურთელები როტაციისთვის მზად უნდა იყვნენ, რათა ყოველი მატჩი ცვლილებებს მოითხოვს. "იუვენტუსი" ყოველთვის ძლიერი გუნდი იყო და იტალიელებთან შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს. ტურინელები მაღალ დონეზე თამაშობენ. მათგან გამოსარჩევი კარლოს ტევესია. არგენტინელმა გოლის გატანის ფასი იცის და ჩვენი კარის ბადის შერხევის საშუალება არ უნდა მივცეთ," - განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.
მომდევნო დაპირისპირებას ორივე კლუბი კარგი განწყობით ხვდება. "იუვენტუსმა იტალიის ჩემპიონატში "ატალანტა" 3:0 დაამარცხა, ხოლო ესპანეთის მოქმედმა ჩემპიონმა ევროპის ლიგის გასული სეზონის გამარჯვებულ "სევილიას" 4:0 მოუგო
გიორგი ბალახაძე