ფეხბურთი

20:01 | 20.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: “სევილიამ” ისე ითამაშა, როგორც ჩვენ “ბარსელონასთან”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე მიიჩნევს, რომ ბოლო დროს, მისი გუნდის მოწინააღმდეგეებმა თამაშის სტილი შეცვალეს, რაც “სევილიასთან” გამართულ შეხვედრაშიც გამოჩნდა.

“სწორედ ასეთ მატჩს ველოდით. თამაშის ბედს დეტალები უნდა წყვეტდეს და ასეც მოხდა. რთული შეხვედრა გამოვიდა, რომელიც სანახაობრივი მხრივ არ გამოირჩეოდა. იყო ბევრი ბრძოლა, ორივე გუნდი მეტოქის შეცდომას ელოდა. საბოლოო ჯამში ქულა ავიღეთ, რომელმაც ცხრილის სათავეში ადგილის შენარჩუნების საშუალება მოგვცა.

მეტოქე გუნდები ჩვენს წინააღმდეგ, უკვე, სხვაგვარად თამაშობენ. ტაქტიკა “სევილიამაც” შეცვალა. ბაკა და რაკიტიჩი ჩვენს ნახევარმცველებს თავისუფლად მოქმედების საშუალებას არ აძლევდნენ. მეტოქემ ისევე ითამაშა, როგორც ჩვენ “ბარსელონას” წინააღმდეგ.” – განაცხადა დიეგო სიმეონემ “სევილიასთან” გამართული მატჩის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის მე-20 ტურის მატჩში, “ატლეტიკომ” შინ ქულები დაკარგა და მადრიდელებმა პირველ ადგილზე გადასვლის შანსი ვერ გამოიყენეს.

0.112615