ფეხბურთი

13:07 | 1.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე კმაყოფილია

გუშინ ღამით, მადრიდის ,,ატლეტიკომ’’ გასვლითი შეხვედრაში ,,გრანადა’’ დაამარცხა (2:1) დიეგო კოშტასა და დავიდ ვილას გოლების წყალობით. სტუმრებმა ორივე გოლი თერთმეტმეტრიანით გაიტანეს, მასპინძლებმა კი მატჩის მიწურულს ერთი გოლით უპასუხეს. თამაშის დასრულების შემდეგ მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა.

,,გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, ფეხბურთელებმა იციან როგორ იმოქმედონ, როცა ანგარიში მიჰყავთ, მათ ხელეწიფებათ მატჩის სადავეების მართვა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, შესაძლებელია სატურნირო ცხრილში მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა’’ – განაცხადა არგენტინელმა.

ამ სეზონში, ლა ლიგაში ჩატარებულ 11 მატჩში, ,,ატლეტიკომ’’ 30 ქულა მოიპოვა და ერთი ქულით ჩამორჩება პირველ ადგილზე მყოფ “ბარსელონას”.

სიმეონეს შეგირდები მორიგ შეხვედრას კვირას ბილბაოს ..ატლეტიკთან’’ ჩაატარებენ.

დიმიტრი შარიქაძე

 

 

0.117105