ფეხბურთი

16:16 | 13.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე დახურულ კაბინას ეჩვევა

მადრიდის "ატლეტიკოს" არგენტინელ მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს დისკვალიფიკაცია აქვს და მომავალ დერბში მატჩის ყურება ვიპ-ზონიდან შეეძლება. მოგეხსენებათ, სამხრეთამერიკელმა სპეციალისტმა ესპანეთის სუპერთასის განმეორებით მატჩში, "რეალის" წინააღმდეგ, არასპორტული საქციელის გამო რვამატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ კი შესთავაზა დიეგო სიმეონეს "როიალ ბოქსი", თუმცა იქ მწვრთნელს მუშაობის საშუალება წყნარ გარემოში ვერ შეეძლება.  

მოსალოდნელია, რომ  არგენტინელი სპეციალისტი მინის კაბინაში, ხუან ვისკაინოსთან ერთად იჯდება და თანაშემწეს მითითებებს რადიოგადამცემი საშუალებით მისცემს.

გიორგი ბალახაძე

0.112437