მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ მადრიდულ დერბში "რეალის" დამარცხების შემდეგ (2:1), აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია და "ატლეტიკო" წარმატებულ ასპარეზობას გააგრძელებს.
"სანტიაგო ბერნაბეუზე" თამაშის მოგება რთულია. ჩვენ კარგად დავიწყეთ, თუმცა დაცვაში მცირე პრობლემები გვქონდა. მეორე ნახევარში თამაში მცირედით გავაუმჯობესეთ. შეტევებში არდა თურანი და ანტუან გრიზმანი კარგად ირჯებოდნენ. ჩვენ ახალი გუნდი გვყავს და ჩემი ფეხბურთელების ასპარეზობით კმაყოფილი ვარ. "ატლეტიკომ" დიდებულ გამარჯვებას მიაღწია" - განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.
მადრიდულ დერბიში გამარჯვების შედეგად "ატლეტიკომ" პრიმერადივიზიონის ცხრილში 7 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზე გადავიდა და ერთადერთ უდანაკარგო კლუბ კატალონიის "ბარსელონას" 2 ქულით ჩამორჩება.
გიორგი ბალახაძე