თამაშგარე

12:43 | 25.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

სილვიო ბერლუსკონის მომჩივანები მოუმრავლდნენ

თითქოს ქონების დიდი ნაწილის კონფისკაცია და პატიმრობის შეფარდება არ კმაროდაო და იტალიის ყოფილ პრემიერსა და საფეხბურთო კლყბ “მილანის” მფლობელს, სილვიო ბერლუსკონის მომჩივანი ქალების რიცხვიც მოუმრავლდა. ეს ის ქალებია, რომლებთანაც თავის დროზე დონ სილვიოს უოღრაშია.

ჯერ იყო და ვინმე ლუსიანა სარილიტომ წამოყო თავი და ამტკიცებდა, ბერლუსკონიმ ჩემთან სექსუალური ურთიერთობა სულ ძალისძალად დაამყარა და ამის გამო მისგან ერთი მილიონი ევრო მერგება ღირსების შელახვისა და მორალური გულშეღონების საზღაურადო.

ახლა კი, იტალიის პროკურატურაში სარჩელი თურმე ერთბაშად სამმა სხვადასხვა ასაკის ქალმა შეიტანა, რომლებიც იტალიის ყოფილი პრემიერისგან ასევე დიდი ფულადი კომპენსაციის გადახდას მოითხვენ. ასეა ჩემო ბატონო, სანამ ბერლუსკონი ბერლუსკონობდა, მასთან სექსი ყველას უნდოდა, ახლა კი დონ სილვიო ერთი ჩვეულებრივი დამნაშავეა და მეტი არაფერი...

0.268359