ფეხბურთი

14:46 | 1.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

სილვიო ბერლუსკონი: “მილანს” ორი გენერალური მენეჯერი ეყოლება”

იტალიური “მილანის” გარშემო ბოლო დღეებში დიდი ვნებათაღელვაა ატეხილი, გუნდი მისთვის შეუფერებელ შედეგს აჩვენებს და ამის მთავარ მიზეზად დირექტორ ადრიანო გალიანის თითქოსდა ცუდ მუშაობას ასახელებენ. კლუბის პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონის ქალიშვილმა ბარბარამ, გალიანის გათავისუფლებაც კი მოითხოვა. შემდეგ თქვეს გალიანის “მილანის” ლეგენდა, პაოლო მალდინი შეცვლისო, ბოლო ინფორმაცია კი სხვას გვეუბნება. გუშინ ბერლუსკონიმ თქვა, რომ კლუბს ორი გენერალური მენეჯერი ეყოლება: “შევთანხმდით, ადრიანო გალიანი სპორტულ საქმეებს უხელმძღვანელებს, დანარჩენს ბარბარა მიხედავს. მე კი მათ მუშაობას გავაკონტროლებ,” – განუცხადა ბერლუსკონიმ La Gazzetta dello Sport-ს. 

0.371503