თამაშგარე

10:50 | 28.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

სილვია ვან დერ ვაარტს გახდას ვერავინ ასწრებს!

ნიდერლანდელი ფეხბურთელის, რაფაელ ვან დერ ვაარტის მეუღლე, სილვია ვან დერ ვაარტი, წლებს კვლავინდებურად არაფრად აგდებს და ძველებურად მოქმედ ფოტომოდელად ითვლება. ცოტა ხნის წინ, სილვია ერთ-ერთ ჰოლანდიურ ფოტოსტუდიას ახალ გადაღებებზე დასთანხმდა.
სილვია ვან დერ ვაარტის მეტად თამამი ახალი ფოტოები იანვრის შუა რიცხვებში დაიბეჭდება. ფოტოგადაღებებისათვის გამოყოფილი სოლიდური ჰონორარი, 80 ათასი ევრო, უკვე გადაირიცხა ნიდერლანდელი ფეხბურთელის მეუღლის პირად ანგარიშზე და თუკი ამ პროექტმა ფინანსურად გაამართლა, მშვენიერმა სილვიამ 2013 წელს, შესაძლებელია კიდევ არაერთხელ გაიხადოს.
ფოტოგადაღებები, რომელშიც სილვია ვან დერ ვაარტმა მიიღო მონაწილეობა, ამერიკის ე.წ. ველური დასავლეთის თემაზე იყო. სილვია ერთ-ერთი ამერიკული ლუდხანის სექსუალურ მიმტან ქალს განასახიერებდა, რომელსაც ჩაცმულობაც შესაბამისი, ანუ “ვესტერნული” ჰქონდა.
 

0.151427