თამაშგარე

11:05 | 7.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

სილვია კლოზე - ქმარზე და რომზე...

ვეტერანი გერმანელი ფეხბურთელის, მიროსლავ კლოზეს მეუღლე სილვია კლოზე ძალიან გახარებულია იმით, რომ ქმარმა გერმანიიდან “მარადიულ ქალაქში“ წაიყვანა საცხოვრებლად. სილვია ფიქრობს, რომ გერმანიის შემდეგ, რომში ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესო და ფერადოვანია.
როგორც იცით, მიროსლავ კლოზე ამჟამად რომის “ლაციოს“ ფეხბურთელია და მის გარჯას იტალიური ფეხბურთის სპეციალისტები მაინცადამაინც ცუდად არ აფასებენ. თუმცა, სილვიასგან განსხვავებით, გერმანელი ფეხბურთელი იტალიით დიდად არ აღფრთოვანებულა.
მიროსლავ კლოზე საფეხბურთო კარიერის დასრულებას ჯერ არ ჩქარობს და კიდევ რამდენიმე წელი აპირებს მწვანე მინდორზე ბურთის გორებას. სილვია ამბობს, რომ მოხარული იქნება, თუკი მირო იტალიაში გააგრძელებს თამაშს. ხოლო თუკი საბოლოოდ ისევ გერმანიაში დაბრუნებას გადაწყვეტს, დიდი სურვილი აქვს, რომ საცხოვრებლად ბერლინში დამკვიდრდნენ.

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.116809