სასტუმრო “რედისონში” ახალი არხის, სილქ სპორტ HD-ის პრეზენტაცია გაიმართა. არხმა ინგლისის პრემიერლიგის მატჩების ტრანსლირების ექსკლუზიური უფლება მოიპოვა. პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ კომპანია “ინტეგრალსა” და “სილქნეტს” შორის გრძელვადიანი ხელშეკრულება გაფორმდა. არხი HD ფორმატისა იქნება. პირველი ორი კვირის განმავლობაში პაკეტი უფასო იქნება, შემდეგ კი 3 ლარი ეღირება, ხოლო ვისაც SILK TV-ის სრული პაკეტი აქვს, ამ ახალი არხის ყურებაში ფულის გადახდა არ დასჭირდება.
ტურში 5-6 მატჩი იქნება გადმოცემული, რომლებსაც ქართველი კომენტატორები გაუძღვებიან.
კომენტატორმა სანდრო ცნობილაძემ ასევე გვაცნობა, რომ საიტზე www.tipchaser.com დაიწყება ინტერნეტ-თამაშები ინგლისისა და სხვა ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატის (სულ 22 ქვეყნის) შედეგების გამოცნობაზე. თამაშების წინა დღეებში იქნება ეგრეთ წოდებული “პრევიუები”. იქნება ყოველთვიური ფულადი პრიზებიც. უფრო ვრცლად, თავად აღნიშნულ საიტზე წერია.
პრეზენტაციას გორის “დილას” ფორვარდი რატი ალექსიძეც ეწსრებოდა. მან გვითხრა, რომ მცირე ტრავმა აქვს და ჯერ არ იცის, შესძლებს თუ ვერა “რაპიდთან” მატჩებში გამოსვლას.