თამაშგარე

10:55 | 7.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

სილამაზე გაეტანამ ჟურნალებზე გაიტანა

საფრანგეთის ქალთა საფეხბურთო კლუბ “იუვისში“, სხვა გოგონებთან ერთად გაეტანა ტინიც ირიცხება. თუმცა, გაეტანასათვის სიტყვა „ირიცხება“ ნამდვილად მცირედი შეფასებაა, რადგან ეს გოგონა საფრანგეთის ნაკრების ბომბარდირი და კლუბის საუკეთესო მოთამაშეა.
გაეტანა ტინი ამჟამად 27 წლისაა და უკვე იმდენი პირადი ტიტული დაუგროვდა, რომ ქალთა ფეხბურთში მისებრ ცნობილი და წარმოჩენილი სპორტსმენი იშვიათად თუ მოიძებნება. დაახლოებით ერთი თვის წინ კი, გაეტანა ტინი უკვე გლამურული ჟურნალის მკითხველებმაც გაიცნეს.
ამ ზამთარს, ფრანგულმა საფეხბურთო გამოცემა “ფრანს ფუტბოლმა“ გაეტანა წლის საუკეთესო ფრანგ ფეხბურთელ ქალად დაასახელა თუ არა, გოგონას მსწრაფლივ ეწვივნენ ბულვარული პრესის წარმომადგენლები და ჟურნალებისათვის თამამ ფოტოგადაღებებში მონაწილეობა შესთავაზეს, ფეხბურთელმაც “ყვითლებს“ უარი ვერ შეჰბედა და შედეგიც თქვენს წინაშეა!
 

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.117517