კვიპროსულმა გამოცემა Sigmalive-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კოტდივუარელმა ფორვარდმა პატრიკ ვუომ ლიმასოლის აელ-ი დატოვა და რამდენიმე საათში თბილისის “დინამოში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ასევე აღნიშნულია, რომ აელ-ის სპორტულმა დირექტორმა რუი ჟუნიორმა ახალი ფორვარდის დამატებაზე ზრუნვა დაიწყო.
პატრიკ ვუოზე “მსოფლიოს სპორტმა” გუშინ დაწერა, თუმცა შეგახსენებთ: 26 წლისაა, საკმაოდ სხარტი და სწრაფი, გასული სეზონის 24 მატჩში 11 გოლი გაიტანა. შარშან ზაფხულს აელ-მა ბელგრადის “პარტიზანი” გამოთიშა ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპიდან (1:0, 1:0). კვიპროსული კლუბიდან, შინ გამარჯვების გოლი სწორედ ვუომ გაიტანა. მანამდე, II ეტაპზე ჩრდილოეთ ირლანდიის "ლინფილდთანაც" მიითვალა ერთი გოლი.