თამაშგარე

14:03 | 3.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

სიახლე ჩოგბურთის ისტორიაში – ორსახელურიანი ჩოგანი

33 წლის ამერიკელმა ენთუზიასტმა ბრაიან ბატისტონმა ჩოგბურთის ისტორიაში სიახლე შეიტანა. ბატისტონმა ორსახელურიანი ჩოგანი შექმნა, რომელიც თავადვე გამოსცადა, თუმცა საკუთარმა გამოგონებამ არ უშველა და ამერიკის ღია პირველობის პირველივე წრეში, შერეულ წყვილებში თანამემამულე ნიკოლ მელიჩართან ერთად ესპანურ დუეტთან - ლიაგოსტერა-ვივეს/მარეროსთან – 6:7, 3:6 დამარცხდა.
“მეუბნებიან, რომ ჩოგანი სეკატორს ჰგავს, - განაცხადა ბრაიანმა. – ასევე, არსებობს მოსაზრება, რომ მისი ბოლო ანტენას მოგვაგონებს”.
ამჟამად АТР-ის რეიტინგში ბატისტონი 1071-ეა და წლეულს მხოლოდ 135 დოლარი გამოიმუშავა, ხოლო მთლიანად კარიერის განმავლობაში - 75456 დოლარი. საუკეთესო შედეგი კი, 2010 წლის ნოემბერში დააფიქსირა, როდესაც ერთეულთა რეიტინგში 88-ე იყო.
 

0.115763