თამაშგარე

11:15 | 16.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

შხვართი ჯულია

 

ვეტერან გერმანელ ფეხბურთელს, მარსელ იანსენს ისეთი ცოლი ჰყავს, მოხუც და სექსის დამვიწყებელ კაცსაც კი ვნების ალმურს რომ აადენს. მარსელის მეუღლე ჯულია გოდიცე არა მხოლოდ თამამი ქცევით, თამამი ჩაცმულობითაც გამოირჩევა და შეიძლება ითქვას, რომ მას სხვებთან “დასამალი არაფერი აქვს”.

ჯულია დღემდე მოყვარული ფოტომოდელია და ძუძუების სახალხოდ გადმოყრა ისევე ძალიან უყვარს, როგორც მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა. მაშინ, როდესაც მარსელ იანსენის საფეხბურთო კარიერა სულს ღაფავს და ბოლო თვეებს ითვლის, ჯულია გოდიცე თვალსა და ხელს შუა იფურჩქნება.

მარსელი და ჯულია აგერ უკვე ხუთი წელია, ცოლ-ქმარი არიან, მაგრამ ჯერ მხოლოდ ერთი შვილი ჰყავთ. აბა, რა დროს იანსენების გვარის გაგრძელებაზეა საუბარი, როდესაც გერმანიაში და არა მხოლოდ გერმანიაში კიდევ ბევრი მამაკაცია ჯულია გოდიცეს უზადო სხეულით გადაურეველი...

 


 

0.143168