ჩოგბურთი

7:40 | 10.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

შვეიცარულ-ფრანგული ფინალი კანადაში

 კანადის ქალაქ ტრონტოს “მასტერზ1000”-ის გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს შვეიცარიელი როჯერ ფედერერი და ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა შეხვდებიან. ფედერერი მეხუთედ ითამაშებს ამ შეჯიბრების ფინალში, ცონგა კი პირველად. როჯერმა ტორონტოში 2004 და 2006 წლებში იმარჯვა, 2007-ის და 2010-ის გადამწყვეტი მატჩები კი დათმო.

ნახევარფინალში ფედერერმა ესპანელ ფელისიანო ლოპეს იოლად, 6:3, 6:4 მოუგო. შეხვედრამ საათსა და 22 წუთს გასტანა, 33 წლის შვეიცარიელის აქტივში 13 ეისია.

ანალოგიური ანგარიშით იმარჯვა ნახევარფინალში ცონგამაც. ჟო-ვილფრიდმა საათსა და 25 წუთში ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს 6:4, 6:3 სძლია და ბალკანელთან პირადი შეხვედრების ანგარიში 4:0 გახადა.

შეგახსენებთ, ტორონტოს ”მასტერზ1000”-ის შარშანდელი გათამაშების ფინალში რაფა ნადალმა მილოშ რაონიჩს მოუგო.

0.131027