ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის საუკეთესო ფეხბურთელად მერვეჯერ დაასახელეს. ამის შესახებ უეფას ოფიციალური საიტი იუწყება.
“ნამდვილი ჩემპიონი, რომელიც ქარიზმატულობის, სანახაობრივობისა და ტექნიკური არსენალის წყალობით, მსოფლიოს მწვერვალისკენ მიიწევს”, - ასე შეაფასა კონკურსის ჟიურიმ ზლატანის ასპარეზობა გასულ სეზონში.
აღსანიშნავია, რომ იბრაჰიმოვიჩმა შვედეთის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული ზედიზედ მეშვიდედ მიიღო.