შვედურ ჟურნალ “ბენგოს“ თუ დავუჯერებთ, ჩვენს ცაფირუზხმელეთოვან პლანეტაზე ყველაზე ლამაზი ქალი ქომაგები არა რუსეთის, უკრაინის ანდა პოლონეთის ეროვნულ გუნდებს, არამედ საკუთრივ შვედებს ყოლიათ. შვედი ქომაგი ქალებისადმი მიძღვნილი სტატია, სხვადასხვა ევროპელი მიმომხილველის განხილვის საგანი გახდა.
შვედი ჟურნალისტი უტიფრად აცხადებს, რომ სლავი ქალების შესახებ მათი სილამაზის მითი რბილად რომ ვთქვათ გაზვიადებულია და მისი აზრით, რეალურად სილამაზით სკანდინავიელ ასულებს არავინ სჯობს.
თავის ამ უცნაური თეორიის დასტურად, ჟურნალისტი სხვადასხვა დიდ საფეხბურთო ტურნირებს იშველიებს, სადაც მისი თქმით “აშკარაა“ რომ შვედი ქომაგი ქალები სხვათაგან გამოირჩევიან. გამორჩეულობა რომ საუკეთესოობას არ ნიშნავს - ეს წესით კი უნდა იცოდეს, მაგრამ ჩვენ რას ვიზამთ...