ფეხბურთი

14:30 | 6.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

შვარცერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

ლონდონის “ჩელსის” ვეტერანმა მეკარემ ავსტრალიის ეროვნული ნაკრებიდან წასვლის თაობაზე გააკეთა განცხადება. ამის შესახებ Foxsports-ი იუწყება.

საგულისხმოა, რომ არცთუ დიდი ხნის წინათ, ავსტრალიის ეროვნული ნაკრების თავკაცად ანგე ფოსექოღლუ დაინიშნა. ძნელი სათქმელია, უკავშირდება თუ არა 41 წლის ავსტრალიელის გადაწყვეტილება მწვრთნელის შეცვლას.

ცნობისათვის, შვარცერს ავსტრალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 109 მატჩი აქვს ჩატარებული. 

 

0.117086