მიუნხენის “ბაიერნის” ვიცე-კაპიტანი ბასტიან შვაინშტაიგერი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის სურვილს ღიად გამოთქვამს. “დეილი მეილის” ცნობით, 29 წლის გერმანელს თავის ყოფილ მწვრთნელ ლუის ვან გაალთან მუშაობა სურს.
როგორც ირკვევა, “მანჩესტერი” შვაინშტაიგერში 20 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადასახდელადაა მზად. ტრანსფერი მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ ვან გაალი შვაინშტაიგერს “ბაიერნში” წვრთნიდა. გერმანელი მოედნის სიღრმეში სწორედ ჰოლანდიელმა სპეციალისტმა გადაიყვანა.