თამაშგარე

11:27 | 7.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

შვაინშტაიგერმა საყვარლის ყოლა აღიარა

მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების ფეხბურთელ ბასტიან შვაინშტაიგერს გერმანელმა ჟურნალისტებმა იმდენი უჩიჩხინეს, რომ ბასტიანი იძულებული გახდა, ცოლის ღალატი საჯაროდ ეღიარებინა. ჟურნალისტებს ჰქონდათ დაზუსტებული ინფორმაცია, რომ გასული წლის ოქტომბერში ბასტიანი ავსტრიელ მოცეკვავე გოგონას შეხვდა და სასტუმროს ნომერში მასთან ერთად განმარტოვდა.
იოახიმ ლიოვის შეგირდი თავიდან დიდ უარზე იდგა და ირწმუნებოდა, რომ ზემოთნახსენებ მოცეკვავეს საერთოდ არ იცნობდა. თუმცა, ეს ისტორია პირველ რიგში სწორედ მოცეკვავისგან გასკდა. გოგონამ ყველაფერი დეტალურად გაიხსენა და ბასტიან შვაინშტაიგერსაც აღიარების გარდა სხვა არაფერი დარჩენოდა.
ჯერჯერობოთ უცნობია, თუ როგორ შეხვდა ამ ამბავს ბასტიან შვაინშტაიგერის მეუღლე სარა ბრანდერი. თუმცა, ქმრის ”აღიარებითი ჩვენება” დიდად რომ არ გაახარებს, ეს ცხადია. არადა, სულ ცოტა ხნის წინ, ქლაბატონი სარა ირწმუნებოდა, რომ თავის ქმარს თვალდახუჭულიც კი ენდობოდა და მისგან ღალატი გამორიცხული იყო.
 

0.151697