მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი დარწმუნებულია, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატს ის სრულ მზადყოფნაში შეხვდება.
“მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვების ვარიანტს არც კი განვიხილავ. ამ ტურნირისთვის მზად ვიქნები.
რა თქმა უნდა, არ მომწონს ის ფაქტი, რომ ვერ ვთამაშობ, თუმცა ჯანმრთელობის გარისკვა არ ღირს. ეს ჩემს კარიერაში პირველი ტრავმა არაა.
ექიმებმა სირბილის უფლება მომცეს, მაგრამ ბურთთან ერთად ვარჯიშზე ჯერ საუბარიც კი არაა.” – აცხადებს შვაინშტაიგერი, რომელიც 5 ნოემბრის შემდეგ უთამაშებელია.