ფეხბურთი

15:55 | 2.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

შვაინშტაიგერი - გერმანიის ახალი კაპიტანია

 

მიუნხენის "ბაიერნის" ტვიტერის ოფიციალური გვერდის ცნობით, გერმანიის ეროვნული ნაკრების ახალი კაპიტანი ბასტიან შვაინშტაიგერი გახდა.

მოგეხსენებათ, ბუნდესნაკრების კაპიტანი შვაინშტაიგერის თანაგუნდელი ფილიპ ლამი გახლდათ, რომელმაც ბრაზილიაში მუნდიალის ტრიუმფალურად მოგების შემდეგ, სანაკრებო კარიერა დაასრულა.

გერმანელ ნახევარმცველს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2004 წელს, უნგრეთის წინააღმდეგ წაგებულ (0:2) ამხანაგურ შეხვედრაში ჰქონდა. იმდროინდელმა მწვრთნელმა რუდი ფიოლერმა ბასტიანი ანდრეას ჰინკელის ნაცვლად შეიყვანა.

ბუნდესნაკრების მაისურით შვაინშტაიგერმა დღემდე 108 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 23 გოლი და 39 საგოლე გადაცემაც შეასრულა. შვაინშტაიგერს 14 ყვითელი ბარათიც მიუღია და ერთხელ მოედანი წითელი ბარათის მიღების შემდეგ დატოვა.

გიორგი ბალახაძე

0.1397