ფეხბურთი

12:16 | 28.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

შვაინშტაიგერი დაშავდა

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა, შესაძლოა, უეფას სუპერთასის მატჩში ლონდონის “ჩელსის” წინააღმდეგ მონაწილეობა ვერ მიიღოს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს “ფრაიბურგთან” 1:1 დასრულებული მატჩის შემდეგ “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განუცხადა. 29 წლის ფეხბურთელმა ტერფი დაიზიანა და პარასკევს მოედანზე მისი გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშაა.

“ოთხშაბათს ბასტიანს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება და მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტი ვადები მას შემდეგ გახდება ცნობილი” - განაცხადა გვარდიოლამ.

ტრავმების გამო “ბაიერნს” “ჩელსისთან” ესპანელი ნახევარმცველები ტიაგო ალკანტარა და ხავი მარტინესი დააკლდებიან.

0.151878