გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი ბუნდესლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
ეს ტიტული გერმანელ ფეხბურთელებს 1960 წლიდან ენიჭებათ და გამარჯვებული ჟურნალ Kicker-ის და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციაში გაწევრიანებული ფეხბურთზე მომუშავე გერმანელი ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად ვლინდება.
“ბაიერნის” ოფიციალური საიტის ცნობით, 28 წლის შვაინშტაიგერმა 92 ხმა მიიღო. მეორე ადგილზე “ბაიერნის” ფრანგი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი გავიდა (87 ხმა), ხოლო მესამე ასევე “ბაიერნის” ნახევარმცველი ტომას მიულერი იყო (85 ხმა).