მადრიდის “ატლეტიკოსთან” ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 37-ე ტურის მატჩის შემდეგ, “მალაგას” თავკაცმა ბერნდ შუსტერმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.
“მალაგადან” მივდივარ. ვადასტურებ, რომ გერმანიის ბუნდესლიგიდან წინადადება მაქვს, მაგრამ კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით”, - განუცხადა გერმანელმა სპეციალისტმა ესპანურ მედიას.
რამდენადაც ცნობილია, შუსტერის სამსახურით ფრანკფურტის “აინტრახტია” დაინტერესებული.
შეგახსენებთ, რომ “ატლეტიკოსა” და “მალაგას” მატჩი ფრედ – 1:1 დასრულდა.