მსოფლიო რალის ცოცხალი ლეგენდის, გერმანელი მიხაელ შუმახერის მეუღლე, კორინა პოუსი ზამთრის კუროტებისა და საერთოდ, ზამთრის დასვენების იმდენად დიდი მოყვარული ყოფილა, რომ როგორც ხუმრობით ამბობს, თანახმა იქნებაა, თუკი დედამიწაზე მუდმივად ზამთარი იქნება.
მაშინ, როდესაც ლამის მთელი კაცობრიობა (ყოველ შემთხვევაშიო ზომიერ და ჩრდილოეთის სარტყელებში მცხოვრები ხალხები მაინც), დღეებს ვითვლით და ყველას ერთი სული გვაქვს, სუსხიანი დღეები როდის დამთავრდება, შუმახერის ცოლი თურმე, პირიქით, ერთობ მოწყენილია ზამთრის ”ასეთი უცაბედი” გასვლით და სულაც არ უხარია გაზაფხულის მოსვლა.
კორინა პოუსი მისი თქმით, თურმე ზაფხულის დროს, ყოველთვის ცდილობს, რომ დასასვენებლად ნორვეგიის ჩრდილოეთით მდებარე ტბებზე, ანდა რუსეთის მივიწყებულ მხარეებში წავიდეს. ასევე ძალიან უყვარს ალპები, თუმცა ალპები უკვე იმდენად კარგად ჰქონია შესწავლილი, რომ მისთვის საინტერესო აღარ ყოფილა. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ ამ უცნაურ ქალბატონს საქართველოში: ბაკურიანში, გუდაურსა და სხვანეთში დასვენება ვურჩიოთ. თუშეთსაც ვურჩევდით, მაგრამ თუშეთის მთებიდან თხილამურით ჩვენი მტერი დაეშვას...