ფეხბურთი

15:07 | 28.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

შტიმაცმა შემადგენლობა დაასახელა

ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ შტიმაცმა ის ფეხბურთელები დაასახელა, რომელთა იმედიც, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით ორ მატჩში ექნება.

მეკარეები: პლეტიკოსა (“როსტოვი”), სუბაშიჩი (“მონაკო”), კრეშიჩი (“ლოკომოტივი”, მოსკოვი);

მცველები: სრნა (“შახტარი”), ჩორლუკა (“ლოკომოტივი”, მოსკოვი), ლოვრენი (“საუთჰემპტონი”), ბუბნიჩი (“უდინეზე”), შილდენფელდი (“პანათინაიკოსი”), ვიდა (“დინამო”, კიევი), სტრინიჩი (“დნეპრი”), ვრსალკო (“ჯენოა”);

ნახევარმცველები: რაკიტიჩი (“სევილი”), მოდრიჩი (“რეალი”), ვუკოევიჩი (“დინამო”, კიევი), ბადელი (“ჰამბურგი”), კოვაჩიჩი (“ინტერი”), პერიშიჩი (“ვოლფსბურგი”), კრანჩარი (“ქუინზ პარკ რეინჯერსი”), ადემი (“დინამო”, ზაგრები);

თავდამსხმელები: ოლიჩი (“ვოლფსბურგი”), ელავიჩი (“ევერტონი”), ედუარდო (“შახტარი”), კალინიჩი (“დნეპრი”).

ხორვატებს 17 ქულა აქვთ და ჯგუფში მეორე ადგილი უკვე დაიბევეს, რადგან უახლოეს მდევარ სერბეთს, რომელსაც ერთი თამაში დარჩა ჩასატარებელი 6 ქულით უსწრებს. პირველ ადგილზე 22 ქულით ბელგიაა და ხორვატები მას 11 ოქტომბერს უმასპინძლებენ, ხოლო 15 ოქტომბერს შოტლანდიაში ითამაშებენ.

 

0.140533