ფეხბურთი

12:48 | 5.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

შტილიკემ სამხრეთ კორეა ჩაიბარა

მადრიდის "რეალის" ყოფილმა ნახევარმცველმა ული შტილიკემ, რომელიც ბოლო დროს ყატარული კლუბის "ალ-არაბის" მთავარი მწვრთნელი გახლდათ, სამხრეთ კორეის ნაკრები ჩაიბარა.

კორეის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გერმანელი სპეციალისტი აზიელებთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე კორეელებმა წარუმატებლად იასპარეზეს და მთავარი მწვრთნელი მიუნგ-ბო ჰონგი გაანთავისუფლეს.

ული შტილიკეს სანაკრებო დონეზე გამოცდილება უკვე აქვს, წლების განმავლობაში გერმანელი შვეიცარიის და კოტდივუარის ეროვნულ ნაკრებებს წვრთნიდა.

გიორგი ბალახაძე 

0.11448