3 თებერვალს, კალათბურთის აკადემიის დარბაზში საქართველოს 23-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-2 წრის პირველი ტურის გადატანილი, “შსს აკადემია”-“მაკაბის” შეხვედრა შედგა, რომელიც 1-ელ თებერვალს სპორტის სასახლეში იყო დანიშნული. აღნიშნული შეხვედრა ტრანსფორმატორის მწყობრიდან გამოსვლის გამო ჩაიშალა.
“შსს აკადემია”-“მაკაბის” მატჩი “ძალოვნების” სრული უპირატესობით და მიმდინარე ჩემპიონატისთვის ანგარიშში სარეკორდო სხვაობით (81 ქ.) 137:56 შეძლო მეტოქის დამარცხება. ასევე სარეკორდოა ერთი გუნდის მიერ ერთ შეხვედრაში გაკეთებული ქულების (137) რაოდენობა.
“შსს აკადემიამ” მხოლოდ პირველ მეოთხედში დაასაქმა გუნდის ძირითადი შემადგენლობის კალათბურთელები (რევაზ როგავა, მილე ილიჩი, პერიშ ბრაუნი...), შემდეგ სათადარიგოებს მისცა თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ მაინც დიდი ანგარიშით შეძლო გამარჯვების მოპოვება.
ამ შეხვედრაში ყველაზე კარგი შედეგი “შსს აკადემიას” ახალგაზრდა ცენტრალურმა თავდამსხმელმა შოთა გელაზონიამ აჩვენა, რომელმაც 25 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ასევე ორმაგი დუბლის (14ქ, 11მ.) ავტორი გახდა მისი თანაგუნდელი, გუნდის კაპიტანი ილია ლონდარიძე.
”მაკაბის” მხრიდან ყველაზე მეტი 17 ქულა მაიზერ რევაზაშვილმა დააგროვა. 12 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი მისმა უფროსმა ძმამ გიორგი რევაზაშვილმა შეასრულა.