კალათბურთი

21:42 | 1.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“შსს აკადემიამ” გუნდის დაკომპლექტება დაასრულა

 

ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა და თასის მფლობელმა “შსს აკადემიამ” 2013-14 წლების სეზონისათვის გუნდის დაკომპლექტება დაასრულა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს”  “შსს აკადემიის” სპორტულმა დირექტორმა ლევან მიქაბერიძემ განუცხადა.

“ახალი, 2013-14 წლების სეზონისთვის ძირითადი აქცენტი ახალგაზრდა კალათბურთელებზე გავაკეთეთ. გუნდის შემადგენლობაში 13 კალათბურთელია. სამი ადგილი თავისუფალია. 2013-14 წლების სეზონის პირველ ნახევარს ამ შემადგენლობით დავასრულებთ. გუნდში ცვლილება დროის ამ მონაკვეთში ნაჩვენები შედეგიდან გამომდინარე მოხდება” _ გვითხრა მიქაბერიძემ.

“შსს აკადემიის” შემადგენლობა: ილია ლონდარიძე (გუნდის კაპიტანი), რევაზ როგავა, ბექა ჩიკვილაძე, კოკა ტომარაძე, აკაკი ლომოური, ლექსო ლაფანაშვილი, შოთა გელაზონია, მერაბ ბოქოლიშვილი, ვალერი კვანტალიანი, მერაბ მირზიაშვილი, ლევან ლოლიშვილი, თორნიკე ქიტოშვილი, ერეკლე ლორთქიფანიძე.

მთავარი მწვრთნელი: დრაგან პეტრიჩევიჩი

ასისტენტები: არჩილ ჟღენტი, გიორგი ნიკოლაძე.

0.119918