კალათბურთი

17:07 | 3.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“შსს აკადემიამ” ამერიკელი კალათბურთელი დაიმატა

სუპერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა “შსს აკადემიამ” ამერიკელი უკანახაზელი პერიშ ბრაუნი დაიმატა, რომელიც ბოლოს ლიტვის კლუბ “პალანგაში” გამოდიოდა.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “შსს აკადემიას” მთავარმა მწვრთნელმა არჩილ ჟღენტმა განუცხადა.

“უკვე გავაფორმეთ კონტრაქტი ბრაუნთან, რომელიც 2013-14 წლების სეზონის ბოლომდე დაგვეხმარება. პერიში გუნდს 5 იანვრიდან შეუერთდება”, - გვითხრა ჟღენტმა.

შეგახსენებთ, რომ “შსს აკადემიამ” სერბი მწვრთნელის დრაჟან პეტრიჩევიჩის ხელმძღვანელობით 2013-14 წლების სეზონი ცუდად დაიწყო. მან გუნდი პირველი წრის მიწურულს თავისი სურვილით დატოვა. პეტრიჩევიჩის შემცვლელი ჟღენტის ხელი გუნდს აშკარად დაეტყო – მისი ხელმძღვანელობით “შსს აკადემიამ” 3-დან 2 შეხვედრა მოიგო და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა. 23-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ “შსს აკადემიას” 8 თამაშიდან 4 მოგება აქვს და მე-6 ადგილზე იმყოფება.

0.118805