კალათბურთი

20:05 | 30.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“შსს აკადემიამ” აკაკი ლომოურს ახალი კონტრაქტი გაუფორმა

 

ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა და თასის მფლობელმა “შსს აკადემიამ”, ფორვარდ აკაკი ლომოურს ( 17.01.91, 198სმ, 91კგ) ახალი, ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

ამის შესახებ, “მსოფლიო სპორტს”  “შსს აკადემიას” სპორტულმა დირექტორმა ლევან მიქაბერიძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ლომოურს, “შსს აკადემიასთან” მოქმედი, ორწლიანი კონტრაქტი 2012-13 წლების საკალათბურთო სეზონის დამთავრების შემდეგ დაუმთავრდა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ “შსს აკადემიას” მომავალი, 2013-14 წლების სეზონისთვის აქცენტი ახალგაზრდა კალათბურთელებზე აქვს გაკეთებული, ქვეყნის ჩემპიონის ტიტულისა და თასის შენარჩუნება გაუჭირდება.

 

0.128251