ურთიერთშეთანხმების შემდეგ, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი და ცენტრალური თავდამსხმელი დავით უგრეხელიძე (27.03.83, 208სმ), გუნდში ახალი ცენტრალური თავდამსხმელის, სერბი მილე ილიჩის (02.06.84, 215სმ) მოსვლის შემდეგ, გაიყარნენ.
ამის შესახებ, “მსოფლიო სპორტს” “შსს აკადემიას” მთავარმა მწვრთელმა არჩილ ჟღენტმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 23-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დასრულების შემდეგ, “ძალოვნებმა”, ილიჩის გარდა, ამერიკელი უკანახაზელი პერიშ ბრაუნი (20.06.84, 185სმ) დაიმატეს. ძირითადად ამ კალათბურთელების დამსახურება იყო, რომ “შსს აკადემიამ” საქართველოს თასის მე-12 გათამაშების მეოთხედფინალური სერიის პირველ შეხვედრაში “ქუთაისი-2010”-ს 79:76 მოუგო.