"საუთჰემპტონის" ინგლისელი მცველი, ლუკ შოუ ბოლოდროინდელ ჭორებს "მანჩესტერში" გადასვლასთან დაკავშირებით უარყობს და აღნიშნავს, რომ მომავალ მატჩებზეა კონცენტრირებული.
"კარგია, რომ ასეთ დიდ კლუბთან მაკავშირებენ, მაგრამ ეს ყველაფერი ჭორია და დარჩენილ მატჩებზე ვარ კონცენტრირებული. "საუთჰემპტონი" დიდებული გუნდია. კლუბმა თამაშის საშუალება მომცა და ეს უნდა დავაფასო. ინგლისის ნაკრებში ჩემი დებიუტი დაუვიწყარი იყო. 18 წლის ასაკში პრემიერლიგაში 30 მატჩი ჩავატარე, ამას პატარაობაში ვერც კი წარმოვიდგენდი." _ განუცხადა SKy Sport-ს 18 წლის ფეხბურთელმა.
გიორგი ბალახაძე