ფეხბურთი

15:27 | 1.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

შოტლანდიის ახალგაზრდულის თავკაცმა საქართველოსთვის შემადგენლობა დაასახელა

შოტლანდიის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბილ სტარკმა, ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 10 ოქტომბერს სლოვაკეთის, ხოლო 14 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებთან მატჩებისთვის, შეკრებაზე მიწვეულ ფეხბურთელთა ვინაობა დაასახელა.

მეკარეები: ჯორდან არჩერი (“ტოტემჰემი”, ინგლისი), ქრისტოფერ კეტინგსი (“ბლეკპული”, ინგლისი).

მცველები: სტიუარტ ფინდლი (“სელტიკი”), ჯეკ გრიმერი (“ფულემი”, ინგლისი), რაიან ჯეკი (“აბერდინი”), ჯორდან მაკგჰი (“ჰართსი”), ენდრიუ რობერტსონი (“დანდი იუნაიტედი”), კლარკ რობერტსონი (“აბერდინი”), ლუის ტოშნი (“სელტიკი”). 

ნახევარმცველები: სტიუარტ არმსტრონგი (“დანდი იუნაიტედი”), ფრაიზერ ფუვი (“უიგანი”, ინგლისი), ჯონ ჰერონი (“სელტიკი”), ჯეისონ ჰოლტი (“ჰართსი”), ლუის მაკლაუდი (“რაინჯერსი”), დილან მაკგუჩი (“სელტიკი”).

თავდამსხმელები: მარკ ბეკი (“კარლაისლი”, ინგლისი), რაიან ფრეიზერი (“ბორნმუტი”, ინგლისი), სტივ მეი (“სტ.ჯონსტონი”), კალუმ მაკგრეგორი (“სელტიკი”), კალუმ პეტერსონი (“ჰართსი”).

14 ოქტომბერს, საქართველო –შოტლანდიის 21-წლამდელთა დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგება და თბილისის დროით 15 საათზე დაიწყება.

 

0.115376