ფეხბურთი

20:09 | 11.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

შოტლანდია-საქართველო “აიბროქსზე” გაიმართება

შოტლანდიის ეროვნული ნაკრები ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპის პირველ საშინაო მატჩს საქართველოსთან გამართავს - წლეულს 11 ოქტომბერს. ბრიტანული წყაროების ცნობით, გადაწყდა, რომ შეხვედრა გლაზგოს “აიბროქსზე” გაიმართება. ეს “გლაზგო რეინჯერსის” საშინაო სარბიელია.

როგორც წესი, შოტლანდიის ნაკრები გლაზგოს “ჰემპდენ პარკზე” მასპინძლობს მეტოქეებს. “ჰემპდენ პარკზე” იყო შოტლანდია-საქართველო 2007 წლის 24 მარტსაც, როცა ეს გუნდები ევრო-2008-ის შესარჩევში შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ კლაუს ტოპმიოლერის გუნდმა 1:2 წააგო, სამაგიეროდ, შინ მშვენიერ სტილში 2:0 დაამარცხა ბრიტანელები.

“აიბროქსი” 51000 მაყურებელს იტევს.

0.117073