ფეხბურთი

14:05 | 2.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

შოთას კალსტრიომი სურს

თურქული "ქასიმფაშას" ქართველ თავკაცს შოთა არველაძეს შვედი კიმ კალსტრიომის გადაყვანა სურს. ცენტრალურმა ნახევარმცველმა კალსტრიომმა კარიერის უდიდესი ნაწილი ფრანგულ "ლიონში" გაატარა, ახლა კი მოსკოვის "სპარტაკშია". 

რუსული პრესის ცნობით, "ქასიმფაშა" მზადაა, 5 მილიონი ევრო გადაიხადოს ფეხბურთელის სანაცვლოდ.

კალსტრიომს შვედეთის ნაკრებში 100 მატჩი ჩაუტარებია და 16 გოლი გაუტანია.

0.122469