როგორც იცით, კვიპროსულმა "ომონიამ" ევროპის ლიგის ფლეი-ოფის პიურველ მატჩში, მოსკოვში 2:2 ითამაშა "დინამოსთან" და საპასუხო მატჩის წინ, ფავორიტის სტატუსი წაართვა რუსებს. უჩა ლობჟანიძემ ამ შეხვედრაში გოლი გაიტანა, ხოლო შოთა გრიგალაშვილმა ბოლო 15 წუთი ითამაშა.
გრიგალაშვილმა მატჩზე ისაუბრა: "საპასუხოი მატჩში ქომაგების დიდი იმედი გვაქვს. იმედი კი არა, ეს გარანტირებულია. ჩვენ "დინამოსთან", როგორც გუნდთან, ისე ვემზადებოდით და ის დავალება არ გვქონია, რომ მაინცდამაინნც მეტიუ ვალბუენა ამოგვეკეტა. 2:2-ით კმაყოფილები ვართ, მაგრამ ყველაფერი ერთ კვირაში გადაწყდება. კვიპროსელი ქომაგები აქტიურად გვიჭერდნენ მხარს, მაგრამ ნიქოზიაში ნახავთ, როგორ გულშემატკივრობენ საყვარელ კლუბს".