ფეხბურთი

12:16 | 20.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

შოთა გრიგალაშვილი “ანორთოსისში” ითამაშებს

 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი შოთა გრიგალაშვილი, კარიერას კვიპროსის “ანორთოსისში” გააგრძელებს. ამის შესახებ, საფეხბურთო კლუბ “ანორთოსისის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

“ანორთოსისი” აცხადებს, რომ პრინციპული შეთანხმება მიღწეულია ფეხბურთელ შოთა გრიგალაშვილთან. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი 27 წლისაა და მისი ბოლო კლუბი ხაბაროვსკის “სკა-ენერგია” იყო. მოთამაშე კვიპროსში ჩამოვა, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს, რის შემდეგ, ჩვენთან კონტრაქტს გააფომებს” – ნათქვამია “ანორთოსისის” ვებგვერდზე.

აქვე გეტყვით, რომ გასული სეზონი გრიგალაშვილმა გორის “დილაში” დაიწყო, რომლის რიგებში ევროპის ლიგაზე ითამაშა. შემდეგ, მან რუსეთის პრემიერლიგის ვლადიკავკაზის “ალანიას” მიაშურა. ზამთარში ის რუსეთის პირველი დივიზიონის “სკა-ენერგიაში” გადავიდა.   

 

 

0.118406