ფეხბურთი

23:05 | 19.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძის გუნდმა “გალათასარაი” გაანადგურა

“გალათასარაი” საკუთარ “ალი სემი იენზე” 0:4 განადგურდა და ამაში “დამნაშავე” შოთა არველაძის გაწვრთნილი “ქასიმფაშაა”. შოთას გუნდი მე-7 წუთზე პენალტით დაწინაურდა, თანაც, “გალას” მცველი ჰაქან ბალთა გააძევეს. დუბლი შეასრულა არგენტინელმა სკარიონემ, თითო-თითო კი ურუგვაელმა ვიუდესმა და იალჩინმა დაამატეს.

არველაძის “ქასიმფაშა” მეხუთე ადგილზეა და ევროტურნირებზე გასვლის კარგი შანსი აქვს.

პორტუგალიაში ავთო ებრალიძის “ჟილ ვისენტემ” შინ 0:0 ითამაშა “ეშტორილთან”. მიუხედავად იმისა, რომ “ეშტორილი”მე-10 წუთიდან კაცნაკლული იყო, ებრალიძის გუნდმა გოლის გატანა ვერ მოახერხა. “ჟილ ვისენტე” 16 გუნდს შორის, მე-13 ადგილზეა.

0.118744